ვინისიუსმა „რეალის“ წინადადება დაბლოკა!
ესპანური გამოცემების ცნობით, ვინისიუს ჟუნიორი საკუთარ წარმომადგენლობასთან ერთად მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას შეხვდა და ახალ კონტრაქტზე ესაუბრა.
კონტრაქტის გახანგრძლივების ინიციატორი ფლორენტინო პერესი გახლავთ.
არსებული ცნობით, მადრიდულმა გრანდმა ბრაზილიელ ფეხბურთელს თანამშორმლობის 2031 წლის ზაფხულამდე გაგრძელება და ხელფასის 5.5 მილიონი ევროთი გაზრდა შესთავაზა, რაც თავის თავში დამატებით ბონუსებსაც მოიცავს.
მადრიდული გამოცემების ინფორმაციით, ვინიმ ეს წინადადება დაბლოკა და განაცხადა, რომ ხელფასის 5 მილიონით მომატება იმ ფონზე, როდესაც საუდის არაბეთის კლუბები მას 200 მილიონს სთავაზობენ, ხოლო სხვა ქვეყნებში ტოპ ვარსკვლავებს მასზე გაცილებით მეტი ბენეფიტი აქვთ, არ არის რელევანტური წინადადება.
გავრცელებული ინფორმაციით, ადრე თუ გვიან მოლაპარაკებების მეორე ეტაპიც შედგება.
- 8 თებერვალი 2025
- 4 573
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.