სიმეონე:„მბაპე ამ ეტაპზე ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია“

ჩოლო სიმეონემ მადრიდული დერბის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენთვის ეს არის კარგი შანსი იმისა, რომ პირველ ადგილზე გადავიდეთ და ანჩელოტის კოლექტივს 2 ქულით გავასწროთ. მოტივაცია ძალიან დიდია, როგორც ერთ, ასევე მეორე კლუბში.“

„ჩემი ხედვით, ლა ლიგის მოგებისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება. თავიდანვე გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონობაზე პრეტენზიას 3 კლუბი გამოაცხადებდა.“

„დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც დერბიში დაფიქსირებულ შედეგებს, ასევე „ელ კლასიკოს“ და ასე შემდეგ.“

„სოტო გრადო? არ მაინტერესებს, როგორ გამოვა მოედანზე მსაჯი, ჩემი ინტერესი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელების მოწოდების სიმაღლეზე დგომაა.“

„ის, რომ ბერნაბეუს პუბლიკა „რეალს“ მცირე უპირატესობას აძლევს ფაქტია, მაგრამ ჩვენ ამ არენაზე არაერთხელ მოგვიგია.“

„მივიჩნევ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე სახიფათოდ მბაპე თამაშობს, სწორედ ამიტომ, ჩემს მცველებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა ფრანგის მიმართ მართებთ.“

„მადრიდელთა დავას მსაჯთა კოლეგიის მიმართ შეფასების გარეშე დავტოვებ, ახლა ამაზე საუბრის დროს ვერ ვხედავ.“

„ანჩელოტი? არაერთხელ დამიფიქსირებია დიდი პატივისცემა, რომელიც იტალიელი სპეციალისტის მიმართ მაქვს. კარლო არის ეპოქალური სპეციალისტი, რომელსაც ევროპის ყველა წერტილში აქვს წარმატება დაფიქსირებული.“

„სორლოტის ფაქტორი ძალიან დიდია. ჩვენ მისი სახით დიდი ფორვარდი გვყავს. უნდა აღინიშნოს, რომ მას ნებისმიერი მომენტის გამწვავება და გოლად გარდაქმნა შეუძლია.“

„ნახევარდაცვის რგოლი ზუსტი და მწყობრი თამაში მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ვიცით, რომ 95-96 წუთის განმავლობაში არცერთი წამით არ უნდა მოვდუნდეთ.“

  • Madridista
  • 7 თებერვალი 2025
  • 4 076
  • 5

1

7 თებერვალი 2025 17:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 226

უნდა მოვიგოთ უეჭველი, რაღაც ფსიქოლოგიურად გვაქ ბარსას კონკურენცია ლალიგაში ჩაბეჭდილი და ატლეტიკოზე არასდროს ვფიქრობთ..  ბარსაზე წინ არიან, კუდში მოგვყვებიან, ვფიქრობ წელს ბოლომდე კონკურენციაში იქნებია.. ბარსაზე სახიფათო გუნდია წელს რეალურად ეს ლალიგაში..


უნდა მოვიგოთ


2

7 თებერვალი 2025 17:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 896

ყველა ჩაწოდებული გავა თამ სორლოტი იმხელაა ვასკესმა უნდა დაუფაროს თავური თუ ვინ არვიცი


3

7 თებერვალი 2025 18:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 716

2-2 MGONIA


4

7 თებერვალი 2025 21:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 32
7 თებერვალი 2025 17:31, Tafs says:

უნდა მოვიგოთ უეჭველი, რაღაც ფსიქოლოგიურად გვაქ ბარსას კონკურენცია ლალიგაში ჩაბეჭდილი და ატლეტიკოზე არასდროს ვფიქრობთ..  ბარსაზე წინ არიან, კუდში მოგვყვებიან, ვფიქრობ წელს ბოლომდე კონკურენციაში იქნებია.. ბარსაზე სახიფათო გუნდია წელს რეალურად ეს ლალიგაში..


უნდა მოვიგოთ

ჰოო, ნამდვილად, ბარსასთან ტოლ-სწორად  თამაშობს რეალი


5

7 თებერვალი 2025 21:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 226
7 თებერვალი 2025 21:45, 888 says:
7 თებერვალი 2025 17:31, Tafs says:

უნდა მოვიგოთ უეჭველი, რაღაც ფსიქოლოგიურად გვაქ ბარსას კონკურენცია ლალიგაში ჩაბეჭდილი და ატლეტიკოზე არასდროს ვფიქრობთ..  ბარსაზე წინ არიან, კუდში მოგვყვებიან, ვფიქრობ წელს ბოლომდე კონკურენციაში იქნებია.. ბარსაზე სახიფათო გუნდია წელს რეალურად ეს ლალიგაში..


უნდა მოვიგოთ

ჰოო, ნამდვილად, ბარსასთან ტოლ-სწორად  თამაშობს რეალი

  • ტოლ სწორად რა შუაშია ))) ცაბშე სხვა რამე წერია, ქულების  და ლალიგის მოგებაზე წერია.. ბარსამ არ გადაგვასწროს და გვავიწყდება ატლეტიკო რომელიც ბარსაზე სახიფათოა, ვერ იგებს 7-0 ებს მაგრამ სახლში ლეგანესებთან არ კარგავს ქულებს )) ასე რომ ერთი ერთი მომგებია ლალოგის ეგეც... 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (183)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)