ანჩელოტი:„„ატლეტიკოსთან“ განსაკუთრებული ბალანსი გვჭირდება“

კარლო ანჩელოტიმ მადრიდული დერბის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ეს თამაში ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს, როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდისთვის. ბერნაბეუზე ვასპარეზობთ და აუცილებელია, რომ გავიმარჯვოთ და აქტივში 3 ქულა ჩავიწეროთ.“

„არ ვართ ბედნიერები იმით, რომ ხან სისტემის ცვლილება გვიწევს, ხანაც ფეხბურთელების. ამ ეტაპზე დაცვაში სერიოზული პრობლემები გვაქვს, ჩვენს ამოცანას კი არსებული რესურსის სრულფასოვნად ათვისება წარმოადგენს.“

„ლუკას ვასკესი და კამავინგა ხელმისაწვდომები არიან, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ფრანგის რეაბილიტაციამ 1 თვეს გასტანა.“

„არ ვფიქრობ, რომ შეტევაში რამე პრობლემა გვაქვს. ახლა ჩვენი მთელი ყურადღება დაცვაზეა გადატანილი.“

„ჯერ დავკარგეთ დანიელ კარვახალი, შემდეგ მილიტაო. ეს მთელი სეზონის პრობლემა იყო. ახლა დაცვაში ვეღარ გვეხმარებიან რუდიგერი და ალაბა. რა ჰქვია ამას თუ არა ტოტალური პრობლემა? ეს ნამდვილად ასეა.“

„მბაპე კარგ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგაც გამოიჩენს თავს.“

„მოდრიჩისა და ვინისიუსის საუბარის ინციდენტს ვერ ვუწოდებ. ბრაზილიელი ხორვატ ლეგენდას დიდ პატივს სცემს. მოდრიჩს რჩევის მიცემის უფლება არამხოლოდ ფეხბურთელებისთვის, არამედ ჩემთვისაც აქვს. არანაირი გაუგებრობა არ არსებობს. „რეალის“ გასახდელში სრული იდილიაა.“

„ფედე ვალვერდე არნახულ ენერგიას ფლობს და ყოველთვის მზად არის დასახმარებლად. გარკვეულ მომენტში ურუგვაელის დასვენებაც მოგვიწევს, რადგან ის სულ საქმეშია.“

„„ატლეტიკო“ ამ სეზონში განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. ვარჯიშზე მეტოქე შევაფასეთ, ვუყურეთ არაერთ ვიდეოს და განვიხილეთ ტაქტიკები, რითიც წარმატების მიღწევა შეიძლება.“

„სერხიო რამოსის 93 ნომერი? მე არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს, თუმცა ის დანამდვილებით ვიცი, რომ ძალიან დიდი მასშტაბის ფეხბურთელია. ის გახლავთ „რეალის“ ლეგენდა და ყველგან წარმატებებს ვუსურვებ.“

„როდრიგო გოეშს არნახული ხარისხი აქვს, ბოლო მატჩებში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კიდევ უფრო გაიზარდა.“

„ძალიან დაბალანსებული ფეხბურთი გვჭირდება. თუ ამას შევძლებთ „ატლეტიკოს“ დავამარცხებთ. აუცილებელია ქმედითი თამაში, როგორც უკანა, ასევე შუა და წინა რგოლში.“

  • Madridista
  • 7 თებერვალი 2025
  • 1 286
  • 5

1

7 თებერვალი 2025 16:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 339

როგორ მოხდა ვინისიუსზე არ კითხეს   სირმა ჟურნალისტებმა


2

7 თებერვალი 2025 17:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 896

ისეთი ჯვანაა ეს სიმეონესთან მაქსიმუმ ქულა დადოს, ვერ უგებს სიმეონეს ეს კაცი


3

7 თებერვალი 2025 18:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 11
7 თებერვალი 2025 17:24, Guti14 says:

ისეთი ჯვანაა ეს სიმეონესთან მაქსიმუმ ქულა დადოს, ვერ უგებს სიმეონეს ეს კაცი

?????????????


4

7 თებერვალი 2025 21:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 32
7 თებერვალი 2025 18:12, Ronaldinho10 king of Madrid says:
7 თებერვალი 2025 17:24, Guti14 says:

ისეთი ჯვანაა ეს სიმეონესთან მაქსიმუმ ქულა დადოს, ვერ უგებს სიმეონეს ეს კაცი

?????????????

სიმეონეს ვერ უგებს, ფლიკს ვერ უგებს, აბა დანარჩენს ამ საიტის ფანებიც მოუგებენ


5

7 თებერვალი 2025 22:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 226
7 თებერვალი 2025 21:40, 888 says:
7 თებერვალი 2025 18:12, Ronaldinho10 king of Madrid says:
7 თებერვალი 2025 17:24, Guti14 says:

ისეთი ჯვანაა ეს სიმეონესთან მაქსიმუმ ქულა დადოს, ვერ უგებს სიმეონეს ეს კაცი

?????????????

სიმეონეს ვერ უგებს, ფლიკს ვერ უგებს, აბა დანარჩენს ამ საიტის ფანებიც მოუგებენ

კაი კაცოო )) კი არიან 2-3 ზე და ლა ლიგას რომ დადებს რეალი, ვერ უგებს ეგ იძახეთ )))))

ფლიკმა ხო მოუგო სიმეონეს სახლში თან, ლეგანეს მართლა მოუგებენ საიტის ფანები )))))

მაგარი ღადაობაა ატლეტიკომ დასაჯა ბარსა და ეხლა ატლეტიკოს წომაგობს სასტავი )) ესეთი რა უწნა რეალმა ბარსას )))))))

არ დაგავიწყდეთ ეგეც მადრიდული კლუბია, ვერ იტანენ სეპარატისტები ))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (183)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)