მადრიდული დერბისთვის მზადება დასრულდა
მადრიდული გრანდის ფეხბურთელებმა დერბისთვის მზადება დაასრულეს.
გუნდი „ატლეტიკოს“ მისაღებად მზად არის. აღსანიშნავია, რომ ედუარდო კამავინგა სრული დატვირთვით ვარჯიშობს და სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ განაცხადშიც მოხვდება.
დავიდ ალაბა და ანტონიო რუდიგერი აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, პრესინგს, სტანდარტულებს და კარში დარტყმებს.
შეგახსენებთ, „დერბი დე მადრილენიო“ 8 თებერვალს, 23:55 საათზე აიღებს სტარტს.
- დღეს, 15:22
- 92
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.