მადრიდელების უკონტაქტო ტრავმები
რეალის ფეხბურთელები ტრავმებს ისე იღებენ, რომ მოწინააღმდეგე ფეხბურთელი მათ საერთოდ არ ეხებათ...
მადრიდის "რეალში" ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია. ამ ფეხბურთელებიდან მხოლოდ რონალდომ მიიღო ტრავმა მალიორკელ ფეხბურთელთან შეჯახებისას. დანარჩენი ფეხბურთელები კი ვარჯიშების დროს იღებენ ტრავმას.
დღეს დაზიანებულ ფეხბურთელებს სერხიო კანალესიც შეუერთდა. სერხიოს "ვალდებებასზე" ვარჯიშის დროს, მოედანზე ფეხი გადაუბრუნდა და მარჯვენა ფეხის მუხლი იტკინა. ესპანელი ახალგაზრდა 3 კვირა დაისვენებს.
რაულ ალბიოლი: ესპანელმა მცველმა ტრავმა "სტანდარტთან" თამაშის დროს მიიღო, ერმანელ ფეხბურთელებს მასთან შეხება არ ჰქონიათ, რაული ფურთისკენ გარბოდა როცა მან ფეხზე ტკივილი იგრძნო. ალბიოლმა 5 კვირა გამოტოვა და ვარჯიშებს გუშინ დაუბრუნდა.
პეპე: პეპემ ტრავმა "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" მიიღო, მას თამაშის დროს ფეხის კუნთები ატკივდა, რის შედეგადაც პორტუგალიელმა 3 კვირა გამოტოვა.
გარაი: არგენტინელი "ბაიერნთან" თამაშის დროს დაშავდა. გარაი კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე იბრძოდა, დაცემის დროს ეზიკელმა ტრავმა მიიღო. გარაის ტრავმა ძალიან რთულია, წლევანდელ სეზონში არგენტინელი თამაშს ვერ შესძლებს.
გაგო: გაგომ ტრავმა "პენიაროლთან" მიიღო, ფერნანდომ მოედანზე მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, მაგრამ არგენტინელს 5 კვირა დასვენება მოუწევს.
კაკას ტრავმის შესახებ კი ყველამ ვიცით, ბრაზილიელი 2011 წლამდე ვერ ითამაშებს.
ინფორმაციის წყარო Marca.com
- 20 სექტემბერი 2010
- 2 912
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.