კასილიასი:„„რეალისთვის“ მომდევნო თვეები პრესტიჟის აღმდგენი იქნება“
იკერ კასილიასმა მადრიდის „რეალში“ არსებულ სიტუაციასა და მოახლოებულ დერბიზე ისაუბრა.
„სეზონის პირველ ნაწილში მადრიდულმა გუნდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი წააგო, როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. ვფიქრობ, პრეტიჟი აღსაღდგენია და ეს პროცესი სწორედ მადრიდულ დერბიში უნდა დაიწყოს, ხოლო მანჩესტერ „სიტისთან“ გაგრძელდეს.“
„მადრიდულმა გუნდმა ბოლო 2 თვეში კარგი შედეგები აჩვენა და ლა ლიგის ლიდერია. ამას ნოემბრის ბოლოს ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ფაქტი სახეზეა.“
„ის, რომ ანჩელოტის გუნდმა „ელ კლასიკო“ 2-ჯერ წააგო, არაფერს შეცვლის, თუ მომდევნო თვეებში კლუბს წარმატებები ექნება. ეს რა თქმა უნდა მოიცავს, მომდევნო „ელ კლაისკოს“ მოგებასაც.“
„ეპოქა იცვლება და თაობებიც იცვლებიან. ადრე „რეალში“ ბექჰემი, ფიგუ, კარლოსი, რაული და სხვები თამაშობდნენ, ახლა ამ გუნდის სადარაჯოზე ვინისიუსი, როდრიგო, ბელინგემი, მბაპე, ფედე და სხვა ვარსკვლავები არიან. მთავარი ის არის, რომ არ იცვლება იდეოლოგია და გამარჯვებისკენ სწრაფვა.“
„ჩაბი ალონსოს „რეალის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნა? 2020 წელს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა მსურდა და მივიჩნევდი, რომ ეროვნული ნაკრები სწორედ ბასკ სპეციალისტს უნდა ჩაებარებინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაბის ძალიან მაღალი დონის სპეციალისტად მოვიაზრებ. მას ყველაფერი წინ აქვს და დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებას მიაღწევს.“
„ანჩელოტი? ფასდაუდებელია წვლილი, რომელიც მან „ბლანკოსის“ წარმატებაში შეიტანა. არ ვიცი, სადამდე გაგრძელდება ეს პროცესი, თუმცა იტალიელის ეპოქა ძალიან მიმზიდველია."
- დღეს, 12:59
- 81
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.