RMC - ვილიამ სალიბა დაცვაში „რეალის“ პრიორიტეტია!
ვილიამ სალიბას მიმართ ინტერესი ფლორენტინო პერესს შარშანაც ჰქონდა, მაგრამ მოლაპარაკებები კოლოსალური ფასის გამო ვერ შედგა.
RMC Sport-ის ინფორმაციით, ფრანგი მცველი კვლავ არის ფლორენტინო პერესის რადარზე. მადრიდში მიიჩნევენ, რომ დაცვის ცენტრის მნიშვნელოვანი გაძლიერება გარდაუვალია.
სალიბა გახლავთ სწრაფი, ტაქტიკურად კარგად განსწავლული ფეხბურთელი, რომელსაც ასევე აქვს ახალგაზრდული ასაკი და მასზე გათვლის გაკეთება წლების მანძილზე შეიძლება.
„არსენალს“ ვილიამის ბერნაბეუზე გადასვლის პერსპექტივა არ მოსწონს და მის შესანარჩუნებლად ყველაფერს იღონებს, თუმცა „რეალი“ აქტიურ მოქმედებაზე აპირებს გადასვლას.
პერესი ითვალისწინებს, რომ რუდიგერი პატარა ბიჭი აღარ არის, ისევე როგორც დავიდ ალაბა, რომელიც ტრავმიანობისკენაა მიდრეკილი.
მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბისთვის რაულ ასენსიო დიდი შენაძენია, გუნდის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ტოპ კლასის ცენტრალური მცველის შეძენა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
- 7 თებერვალი 2025
- 494
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.