„რეალის“ ოფიციალური განცხადება!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
მას შემდეგ, რაც მარსელო ვიეირამ პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა, სამეფო კლუბს სურს, დიდი მადლიერება გამოხატოს ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც უდიდესი ეპოქა შექმნა, როგორც „რეალში“, ასევე მსოფლიო ფეხბურთში.
2006 წელს მარსელო „რეალს“ 18 წლის ასაკში შეუერთდა და კლუბის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ერა შექმნა, რომელიც დაუვიწყარია თითოეული მადრიდისტასთვის.
დაუვიწყარია მარსელოს ღვაწლი ჩემპიონთა ლიგის ფინალებში, ასევე არაერთ დრამატულ შეხვედრაში, სადაც მისი თანამონაწილეობით „რეალმა“ დიდი გამარჯვებები დააფიქსირა.
მარსელო გახლავთ რიგით მესამე არაესპანელი, რომელსაც თეთრი მაისური ყველაზე მეტჯერ აქვს მორგებული, 546 მატჩს და 25 მადრიდულ ტიტულს მოითვლის.
მადრიდის „რეალს“ სურს უდიდესი წარმატებები უსურვეს ლეგენდას ცხოვრების ახალ ეტაპზე.
- დღეს, 16:43
- 295
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.