ვინ არის გონსალო გარსია?
„ლეგანესთან“ შეხვედრის გმირი გონსალო გარსია, კასტილიას უდავო ლიდერი და მთავარი გოლეადორია, რომელმაც ესპანური პრესა უკვე დიდი ხანია აალაპარაკა.
„კასტილიაში“ ჩატარებულ 21 დაპირისპირებაში 2004 წელს დაბადებულ ფეხბურთელს 19 გოლი აქვს გატანილი და ასევე 3 საგოლე გადაცემითაც იწონებს თავს.
გონსალო კასტილიელების უდავო ლიდერია. ის ცენტრ ფორვარდი გახლავთ, თუმცა ხშირად ითავსებს, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგის შემტევის პოზიციასაც.
მოთამაშე „რეალის“ აღზრდილია, ის 2018 წელს „მალიორკას“ ასაკობრივ ჯგუფში გადავიდა, თუმცა 2019-ში უკან დაბრუნდა და მას შემდეგ კასტილიამდე დიდი გზა გაიარა.
„ლეგანესთან“ შეხვედრაში გარსიას დებიუტი შედგა, რომელიც ნამდვილად დაუვიწყარი გამოდგა.
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა გონსალოსთვის შანსის მიცემას მომავალშიც გეგმავს, ზაფხულიდან კი კანტერანო მაღალი ალბათობით მთავარ გუნდში დარეგისტრირდება.
- დღეს, 12:55
- 379
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.