გონსალო:„დღეს უბედნიერესი ვარ, მბაპე კი ჩემი შთაგონების წყაროა“

კანტერანო გონსალო „ლეგანესთან“ მატჩის გმირი გახდა. ახალგაზრდა ესპანელმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდი 1/2 ფინალში გაიყვანა.

„უბედნიერესი ვარ. ჩემს ემოციებს საზღვარი არ აქვს, სწორედ ამიტომ მივიჩნევ, რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ ჩაიწერება.“

„არ ვიცი, როგორ გამოვხატო ემოციები, მაგრამ მერწმუნეთ, რომ საოცარი შეგრძნებები მქონდა.“

„გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე ბრაჰიმ დიასს ვუთხარი, რომ შესაძლებლობისთანავე ბურთი ჩაეწოდებინა ჩემთვის. ვგრძნობდი, რომ გოლის გატანა შემეძლო და ასეც მოხდა.“

„ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობ, აქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან, მაგრამ მერწმუნეთ, კილიან მბაპე სულ სხვა განზომილების მოთამაშეა. ფრანგი ჩემი შთაგონების წყაროა.“

„კასტილიას საუკეთესო ბომბარდირობა? ამ სეზონში კანტერანოებთან ერთად ძალიან კარგი შედეგები მაქვს და ასე გაგრძელებას ვაპირებ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (54)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)