ფედე ვალვერდე:„ჩვენ ვქმნით დიდ მადრიდულ ისტორიას“
ფედერიკო ვალვერდემ „ლეგანესთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ჩვენ ვქმნიდით მომენტებს, ვთამაშობთ სწრაფ თამაშს, ვცდილობდით ბურთის ხაზიდან ხაზში გადატანას და გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ. შესაძლოა სცენარი დრამატულად განვითარდა, თუმცა „რეალს“ აბსოლუტური დომინაცია ჰქონდა და არამხოლოდ 3, არამედ 5 და მეტი გოლის გატანაც შეეძლო.“
„მადრიდულმა გრანდმა კიდევ ერთხელ აჩვენა ბრძოლისუნარიანობა. დიახ, ეს მართლაც ექსპერიმენტალური შემადგენლობა იყო, მაგრამ მთავარი შედეგია.“
„ახლა დერბისთვის უნდა მოვემზადოთ. მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შეხვედრას საკადრო პრობლემებით ვხვდებით, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, შემართება ანალოგიურია.“
„„რეალი“ ჩემი ოჯახია. ის, რომ ამ გუნდის მაისურით მე-200 გამარჯვება დავაფიქსირე, ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ ერთად მოვდივართ, ერთად ვქმნით დიდ მადრიდულ ისტორიას. ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩემს გვერდით დგას.“
- 6 თებერვალი 2025
- 431
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.