ანჩელოტი:„გაცილებით მეტი გოლის გატანა შეგვეძლო“
კარლო ანჩელოტიმ „ლეგანესის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელმა გუნდმა დახურული ფეხბურთის თამაში გადაწყვიტა, ჩვენ 2 გოლის გატანა შევძელით, რამაც მეტი თავისუფლების საშუალება მოგვცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სიტუაცია უწყინარ მომენტებში შეიცვალა.“
„მეორე ტაიმში გუნდს აქტიური შეტევა დავავალე. მხოლოდ ვინისიუს ჟუნიორს 5 კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გოლი არ გადიოდა.“
„ვფიქრობ, ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება და ამ მატჩის დამატებით დროში გადასვლა სწორი არ იქნებოდა.“
„კმაყოფილი ვარ ენდრიკ ფელიპეს თამაშით, ბრაზილიელი უმატებს და ცდილობს, ევროპულ ფეხბურთთან ადაპტაცია გაიაროს.“
„გიულერი ძალიან დაიღალა და შევცვალე, თურქი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიური იყო.“
„ჯაკობო? ის ცოტას ნერვიულობდა პირველ ტაიმში, ვინაიდან სასტარტოში მოხვდა და დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, თუმცა ესპანელმა მეორე ტაიმში ყველას აჩვენა რამდენად კარგი ფეხბურთელია. ჯაკობოს ბრწყინვალე ხტომა აქვს, კარგად ირჩევს პოზიციას და პროდუქტიული უკანახაზელია.“
„კანტერანოებს შანსი ეძლევათ, რაულ ასენსიო უკვე არაერთ შეხვედრში გამოიცადა, გონსალომ გოლის გატანა შეძლო. მიხარია, რომ ახალგაზრდები ასე თამაშობენ. ბუნებრივია, მათ აკლიათ გამოცდილება, თუმცა ეს არაფერია.“
„ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მეტი გამარჯვების დაფიქსირებაა. აუცილებელია, როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზდა მოთამაშეების გამოყენება. მივიჩნევ, რომ ამ ეტაპზე კანტერანოებმა საკმარისი დრო მიიღეს.“
„ვინისიუსი ძალიან ძლიერია, ბრაზილიელი ფეხბურთელის როლი „რეალის“ წარმატებულ შეტევაში უდიდესია.“
„მოდრიჩის რეაქციები? ხორვატი ფეხბურთელი დიდ გამოცდილებას ფლობს, მას ემოციების კონტროლის პრობლემა არასდროს ჰქონია.“
„ვალვერდე მარჯვენა მცველად? ჩვენ უნდა შევაფასოთ სიტუაცია. ახლა ფორს-მაჟორული მდგომარეობა გვაქვს.“
- 6 თებერვალი 2025
- 692
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.