კრიშტიანო რონალდუ იუბილარია!
დღეს მადრიდის „რეალის“ ლეგენდას, კრიშტიანო რონალდუს დაბადების დღე აქვს.
პორტუგალიელი ვარსკვლავი 40 წლის გახდა.
დაუვიწყარია ეპოქა, რომელიც რონალდუმ მადრიდულ გრანდში შექმნა.
დაუვიწყარია 438 თამაში და 451 გატანილი გოლი, რომლის საფუძველზეც „რეალმა“ უამრავი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო.
გავიხსენოთ რონალდუს სტატისტიკა მწვრთნელების მიხედვით.
• პელეგრინის დროს 35 თამაში, 33 გოლი, 11 ასისტი
• მოურინიოს დროს 164 თამაში, 168 გოლი, 49 ასისტი
• ანჩელოტის დროს 101 თამაში 112 გოლი, 47 ასისტი
• ბენიტესის დროს 24 თამაში, 25 გოლი, 8 ასისტი
• ზიდანის დროს 114 თამაში, 112 გოლი, 30 ასისტი
ვულოცავთ კრიშტიანოს და ვუსურვებთ წარმატებებს, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში.
- დღეს, 12:11
- 123
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.