რუდიგერის არანორმალური რეჟიმი

ციფრები, რომელსაც ქვემოთ მოვიყვანთ, ესპანელი ანალიტიკოსების მთავარი განსახილველი თემა გახლავთ.

თებერვლის დასაწყისში ანტონიო რუდიგერს იმდენი წუთი აქვს ნათამაშები, რამდენსაც ფეხბურთელები მთელი სეზონის განმავლობაშიც კი არ თამაშობენ.

ანტონიოს ანგარიშზე სეზონის 60%-ის გავლის შემდეგ 2996 წუთია, რაც არანორმალურ შედეგად ითვლება.

გერმანელი ფაქტობრივად შეუცვლელად თამაშობდა და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა კუნთის ტრავმაც გამოიწვია.

ჩატარებული 2996 წუთიდან 1808 წუთი ლა ლიგაზე მოდის, 708 ჩემპიონთა ლიგაზე, 120 სამეფო თასზე, 180 ესპანეთის სუპერთასზე, 90 ევროპის სუპერთასზე და ასევე 90 ინტერკონტინენტალის თასზე მოდის.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე რუდიგერზე მეტი დრო აქვს გატარებული, ფედე ვალვერდე გახლავთ, მის ანგარიშზე 3026 წუთია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფედემ ანტონიოს „ესპანიოლთან“ გადაასწრო, როდესაც უკანახაზელი მე-15 წუთზე შეცვალეს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (34)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)