რონალდუ:„„იუვეს“ სიტყვა მივეცი, ამიტომ ვერ გადავუხვიე“
კრიშტიანო რონალდუმ მადრიდის „რეალის“ დატოვების მომენტი გაიხსენა და განაცხადა, რომ ფლორენტინო პერესს მისი გადარწმუნების მცდელობები ჰქონდა.
„როდესაც წასვლა გადავწყვიტე, ფლორენტინო პერესმა თანხმობა განმიცხადა, შემდეგ დაიწყო საუბრები „იუვენტუსთან“ და მე იტალიურ კლუბს სიტყვა მივეცი.“
„ამის შემდეგ პრეზიდენტს ჩემი გადარწმუნების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ იტალიელების მიცემულ სიტყვას ვერ გადავუხვიე და სერია „ა“-ში წავედი, მაშინ კი ჩემი და „რეალის“ გზები გაიყო, მაგრამ ჩემი ცხოვრება ყოველთვის იქნება კავშირში მადრიდთან და ბერნაბეუსთან, რადგან აქ საოცარი წლები გავატარე.“
„ახლა სამეფო კლუბში საოცარი თაობაა. ჯუდ ბელინგემი მართლაც მახსენებს ზინედინ ზიდანს, ის საოცარი მანევრით ახერხებს ქომაგების გაოცებას.“
„ანჩელოტი? მასთან ერთად დიდი ეპოქა შევქმენი. ერთად 2 წელი ვიმუშავეთ, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უდიდესი მიღწევები დაგვეფიქსირებინა, ეს ჩემთვის საოცნებო სეზონები იყო. უამრავ გოლს ვიტანდი და ტიტულებს ვიგებდი.“
„არ ვიცი, როგორ განვითარდება კარლოს და სამეფო კლუბის ურთიერთობა, თუმცა ფაქტია, რომ იტალიელი სპეციალისტი ამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დამრიგებელია.“
- 4 თებერვალი 2025
- 975
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.