„ლა კოპას“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
„ლეგანესთან“ შეხვედრისთვის მზადება დაწყებულია. ანჩელოტიმ დღეს გუნდი საწვრთნელ ბაზაზე შეკრიბა და ვარჯიში განაახლა.
დღევანდელ სესიაზე გუნდმა დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს და ფიზიკურ კონდიციებს.
„ესპანიოლთან“ სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ფეხბურთელებმა სესია სატრენაჟორო დარბაზში დაიწყეს, შემდეგ კი მინდორზე გადაინაცვლეს.
მბაპე, კურტუა და ბელინგემი სატრენაჟორო დარბაზში დარჩნენ.
კამავინგა ვარჯიშობდა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდთან ერთად.
ანტონიო რუდიგერმა აღდგენითი პროცესი დაიწყო.
- დღეს, 20:20
- 58
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.