რონალდუ:„„რეალმა“ მბაპეს სრული კომფორტი უნდა შეუქმნას“
კრიშტიანო რონალდუმ კილიან მბაპეზე ისაუბრა და საკამოდ მნიშვნელოვან გარემოებებს გაუსვა ხაზი.
„ვერ გეტყვით, რომ „რეალის“ ყველა თამაშს ვუყურებ, თუმცა დინამიკა საკმაოდ ნორმალურია. ვცდილობ, გუნდში არსებულ სიტუაციას თვალი მივადევნო. ჩემს შვილს მატეოს ძალიან უყვარს მბაპე და მას საუკეთესოდ მიიჩნევს.“
„მოვუწოდებ „რეალის“ ქომაგებს, რომ იზრუნონ მბაპეზე, რადგან ის განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული ფეხბურთელია, რომელიც ბურთს ზედმეტად არასდროს ეხება და ყოველთვის შეუძლია სიტუაციის გამწვავება. დარწმუნებული ვარ, ფრანგი საოცრად მოუმატებს და უდიდეს ეპოქას შექმნის მადრიდულ გრანდში. თუ „ბლანკოსის“ ქომაგებს მბაპესგან საოცარი შედეგები სურთ, მას სრული კომფორტი უნდა შეუქმნან.“
„მე თავდამსხმელი არ ვყოფილვარ, მაგრამ ამ პოზიციაზეც ხშირად მითამაშია და უამრავი გოლის გატანა შევძელი. ხალხს მგონი ავიწყდება, რომ მე ცენტრ-ფორვარდი არ ვყოფილვარ და ყოველთვის ფლანგიდან ვამწვავებდი სიტუაციას.“
„მბაპე ახლა ცენტრ-ფორვარდობას სწავლობს და ამას დრო სჭირდება, თუმცა ფლანგიდანაც ხშირად შედის მეტოქის საჯარიმოში.“
„ეჭვი არ მეპარება, კილიანს როდრიგოსთან და ვინისთან ერთად საოცარი ტრიოს შექმნა შეუძლია.“
- დღეს, 16:46
- 332
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.