ვინისიუსი:„„რეალში“ გავიზარდე როგორც ფეხბურთელი, წინ დიდი მიზნებია“

ვინისიუს ჟუნიორმა ძალიან ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

„მადრიდის „რეალში“ 18 წლის ასაკში მოვედი. დიდი ოცნებები მქონდა, მჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების, თუმცა იმასაც ვაცნობიერებდი, რომ დიდი შრომა მომიწევს. ოპტიმიზმი არასდროს დამიკარგავს, თუმცა რა თქმა უნდა, იყო რთული მომენტებიც. დრეს ამაყი ვარ, რადგან „რეალში“ 100 გოლიან ნიშნულს გადავაჭარბე, ეს ჩემთვის ძალიან საამაყო რიცხვია.“

„მადრიდის „რეალის“ მხოლოდ 23 ფეხბურთელს აქვს 100 და მეტი გოლი გატანილი, ეს ჩემთვის დიდი პატივია. რონალდოსგან ძალიან ბევრი რჩევა მივიღე, კიჭა ყოველმთვის მამხსნევებს.“

„კრიშტიანო? ის საოცარია, მან უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე თამაში ჩაატარა. პორტუგალიელის ანგარიშზე 451 გოლია და ამით ყველაფერი ნათქვამია. ვფიქრობ, ლეგენდამ საოცარი ეპოქა შექმნა.“

„არასდროს დამავიწყდება პირველი გოლი, რომელიც „რეალის“ მაისურით გავიტანე. მაშინ დავიმუხტე და უფრო მაღალ მწვერვალებზე დავიწყე ფიქრი.“

„ყველაზე ეფექტური გოლი? ახლა „ჟირონას“ კარის აღება გამახსენდა. რამდენჯერმე მართლაც ძალიან ეფექტურად შევძელი მეტოქის კარის აღება.“

„ბენზემასგან ძალიან ბევრი ვისწავლე. ფრანგთან დუეტმა ბევრი რამ მასწავლა. სამწუხაროა, რომ ერთად აღარ ვთამაშობთ, რადგან ახლა უფრო მეტად განვვითარდი და დარწმუნებული ვარ, „9“-იანთან ერთად უამრავ ტიტულს მოვიგებდი. ლეგენდის ანგარიშზე 354 გოლია, მან უდიდესი ეპოქა შექმნა და უამრავი ტიტული მოიგო.“

„მსურს, „ბლანკოსში“ ბევრი წელი გავატარო და შევძლო 200, 300 და კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა. ჩემი მოტივაცია უსაზღვროა.“

„საუდის არაბეთს პატივს ვცემ, თუმცა ჩემი ოცნება მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ღირსების დიდი ხნით დაცვაა.“

„მე-14 თასი? ეს პირველი ფინალი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მომეგო. მაშინ „ლივერპულის“ კარში გოლი გავიტანე და გავიმარჯვეთ, ამით ყოველთვის ვიამაყებ.“

„ვერასდროს ვერავინ დაივიწყებს ღვაწლს, რომელიც რაულ გონსალეს ბლანკოს მადრიდის „რეალში“ აქვს გაღებული. 323 გოლი ყველაფერზე მეტყველებს, თუმცა გოლების რაოდენობაზე მეტად მისი ავტორიტეტია ხაზგასასმელი. ელ კაპიტანო „რეალის“ ბევრი ქომაგის კერპია.“

„„ეტიჰადზე“ გატანილი გოლი? დიახ, ძალიან ბევრი ვირბინე, მოვინდომე და მეტოქის კარი ავიღე. მაშინ იმ გოლის გატანას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.“

„„რეალში“ უკეთ თამაში ვისწავლე. მივხვდი, როგორ უნდა დამებალანსებინა ძალები, როგორც შევსულიყავი ფლანგიდან საჯარიმოში და ამეღო მეტოქის კარი. როგორც გითხარით, აქ 18 წლის ასაკში მოვედი, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მეც გავიზარდე.“

„ფლორენტინო პერესი გენიალური პრეზიდენტია, მის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ. მჯერა, რომ ის მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც ძალიან მაღალ დონეზე უხელმძღვანელებს მსოფლიოს საუკეთესო კლუბს. პერესმა შექმნა მყარი სტრუქტურა და ინსტრუმენტები, რომელიც როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო დონეზე დიდი წარმატების მომტანია.“

„დი სტეფანო? ის ლეგენდაა და მადრიდიზმის სიმბოლოს ნიშნავს. ვფიქრობ, ალფრედო მადრიდელი ქომაგებისთვის ყოველთვის სიმბოლო იქნება.“

„რონალდო ნაზარიო ჩემს პრეზენტაციას ესწრებოდა და მამხნევებდა, მან ჩემს ადაპტაციაში დიდი როლი ითამაშა. მადლობა ბრაზილიელს, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას, როგორც ახლოდან, ასევე შორიდან.“

„პირი, ემილიო და სხვები... დიახ, ისინი ისტორიის შემქმენელები არიან.“


1

31 იანვარი 2025 21:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 335

გაუბაბანიბრაჰიმოვიჩა შეიხებს ბრავო ვინი. მიაწექი ბოლომდე 


2

31 იანვარი 2025 22:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 896

ლაფინია ძობია და ისა ლა ქვია ყამალი დდდდდდდ


3

31 იანვარი 2025 22:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 226

საკუთარ თავს აჯერებენ ეგენი ))) ერთი ვინის ვისაც ვამჯობინებ მბაპეა, ჩემი აზრით  უფრო მეტი შესაძლებლობები აქ.. შეიძლწბა რეალში არ იყო მაგრამ მსოფლიო დადო და ნეორე ფინალშიც ეგ იყო ცივსისხლიანი, ბოლოწუთების 1-1 ის რომ არა ნეორე მსოფლიოს დებდა ტიპი )))

რაფინიას და ლამინას რაც შეეხება არავის დაეკარგონ ))) 


4

1 თებერვალი 2025 00:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 189
31 იანვარი 2025 22:41, Tafs says:

საკუთარ თავს აჯერებენ ეგენი ))) ერთი ვინის ვისაც ვამჯობინებ მბაპეა, ჩემი აზრით  უფრო მეტი შესაძლებლობები აქ.. შეიძლწბა რეალში არ იყო მაგრამ მსოფლიო დადო და ნეორე ფინალშიც ეგ იყო ცივსისხლიანი, ბოლოწუთების 1-1 ის რომ არა ნეორე მსოფლიოს დებდა ტიპი )))

რაფინიას და ლამინას რაც შეეხება არავის დაეკარგონ ))) 

mejera ro mbape 3 jer moigebda msoflios ifrina da tavisi sityva tqva magan msoflioze dafrinavs tipi eg uechvelad vici mara magrad gamityda iq benzema ro chaexsna msoflios mivxvdi mashin ro nito iyo ragaca tore msoflios moigebdnen mageni darwmunebuli var benzemas dros mindoda moego safrangets ise espabetis gulshematkivari var bavshvobidan raulis droidan 1998 idan



5

1 თებერვალი 2025 00:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 226

ბენზემა რომ ყოფილიყო მეც დარწმუნებული ვარ მოიგებდნენ, ბენზემა ვაბშე სხვა ძალა იყო..

ტიპი რონალდოს დროს და მერეც ვაბშე ყველანაირ სამუშაოს ასრულებდა, ერთ ერთი საუკეთესო მსოფლიოში...


6

1 თებერვალი 2025 01:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 431

დეშამმა მოჭამა თავისი საფრანგეთში. წესიერი მწრთვნელი ამ საფრანგეთის შემადგენლობით ზედიზედ დადებდა მსოფლიოებს. ვნახოთ აბა ზიზუ თუ მივიდა, დარწმუნებული ვარ მკვლელ გუნდს დააყენებს. დეშამი ცოტათი ანჩელოტის ჰგავს, სისტემა არ აქვს და თავდამსხმელებს ბევრ თავისუფლებას აძლებს, მაგრამ თან არ უმართლებს ტიპს. ჯერ პორტუგალიამ რა გოლით მოუგო ევრო, მერე არგენტინამ რანაირად მოუგო ფინალი, ამდენი აცილებული პენალი. მოკლედ...


7

1 თებერვალი 2025 14:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 13
31 იანვარი 2025 22:16, Guti14 says:

ლაფინია ძობია და ისა ლა ქვია ყამალი დდდდდდდ

რატომ ოფლიანობ ძმი?? სეზონის ბოლოს ვნახავთ ვინ ვის სჯობს,ხო კიდე ორივე კლასიკოში მაგ ყამალმა იღლია გამოპარსა ერთში ლუნინს მეორეში კურტუას,ასევე რაფინიამ.


8

1 თებერვალი 2025 15:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 896
1 თებერვალი 2025 14:13, gaucho112233 says:
31 იანვარი 2025 22:16, Guti14 says:

ლაფინია ძობია და ისა ლა ქვია ყამალი დდდდდდდ

რატომ ოფლიანობ ძმი?? სეზონის ბოლოს ვნახავთ ვინ ვის სჯობს,ხო კიდე ორივე კლასიკოში მაგ ყამალმა იღლია გამოპარსა ერთში ლუნინს მეორეში კურტუას,ასევე რაფინიამ.

სხვაგანაც ხო არ გამოპარსა? დ


9

1 თებერვალი 2025 18:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 381

მიდი ვინი დასვენებული ხარ და შენზეა ატლეტიკო სიტი.იმედია საუკეთესო ვარიანტს შემოგვთავაზებ,ყოველგვარი ხელების შლის დაპრეტენზიების გარეშე


10

2 თებერვალი 2025 13:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 309

შენ ტყუილად იჭიმები,ზაფხულში მოგიშორებენ თავიდან და ახიც იქნება შენზე.))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (134)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)