პეპე: ესპანიოლი ყოველთვის რთული მეტოქეა
სამეფო კლუბის პორტუგალიელმა მცველმა, პეპემ, განაცხადა, რომ ესპანიოლთან მატჩი ყოველთვიდ რთულია და დიდ ყურადღებას საჭიროებს, რადგან კატალონიელებს დაბალანსებული გუნდი ჰყავთ, რომელიც კონტრშეტევაზე თამაშს ძალიან კარგად ახერხებს...
"ეს მატჩი რთული იქნება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება, თუ გვსურს ლიდერობა. "სოსიედადთან" მატჩი ყველასთვის დამღლელი იყო, რადგამ სან სებასტიანელები მონდომებულები იყვნენ და ცდილობდნენ ჩვენს დამარცხებას. დაღლილობის მიუხედავად არ გვაქვს უფლება იმისა, რომ ბერნაბეუზე თუნდაც ფრე ვითამაშოთ."
"საკუთარი მოედნის ფაქტორი ყოველთვის გადამწყვეტია, მითუმეტეს ჩვენთვის, როდესაც მატჩი მადრიდშია "რეალს" მეთორმეტე ფეხბურთელი ჰყავს გულშემატკივრების სახით, მადრიდული ინჩადა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მათგან მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ."
"ლა ლიგა დიდი ტურნირია და თითოეული მატჩი დიდ მობილიზირებას მოითხოვს, სხვა შემთხვევაში გამარჯვების მოპოვება რთული ხდება. მოურინიოს ძალიან კარგად ესმის ესპანური ფეხბურთი და მისი ფილოსოფია, ჟოზეს 100 %-ით ვენდობი, რადგან ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და ამაზე მისი მოპოვებული ტიტულებიც მეტყველებს."
"კრიშტიანო რონალდო ფორმიდან არ არის ამოვარდნილი, უბრალოდ ხანდახან არის დრო, როდესაც უმაღლეს დონეზე ვერ თამაშობს. პორტუგალიელისგან ყოველთვის შესანიშნავ თამაშს ელიან და როგორც კი იგი ოდნავ ვერ ითამაშებს ისე, როგორც საჭიროა, მაშინვე იწყება მისი კრიტიკა, კრიშტიანოსთან იდეალური ურთიერთობა მაქვს და ვიცი მისი დონე, რეალის შვიდიანი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ამაში ეჭვი ალბათ არავის ეპარება."
- 20 სექტემბერი 2010
- 1 549
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.