კოლოსალური ხელფასი ვინისიუსს - საუდის არაბეთი კვლავ საქმეშია!
ესპანური გამოცემების ცნობით, ვინისიუს ჟუნიორს არნახული შეთავაზებების ახვევენ თავბრუს.
არსებული ცნობით, „ალ აჰლის“ და კიდევ რამდენიმე გუნდის ხელმძღვანელობა ვინიზე ძალიან სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს. მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთი ნეიმარმა დატოვა და ბრაზილიაში ოფიციალურად დაბრუნდა, მითქმა-მოთქმა კიდევ უფრო გაძლიერდა.
საუდის მხარეს მიაჩნია, რომ ვინის ტრანსფერი ტურნირის დონეს და პრეტიჟს კიდევ უფრო აწევს.
არსებული ცნობით, მადრიდის „რეალი“ 300 მილიონიან წინადადებას მიიღებს, თავად ვინის კი ხელფასის სახით 5 წლის განმავლობაში 900 მილიონი ევროს გამომუშავების პერსპექტივა ექნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელის წლიური ხელფასი 180 მილიონი ევრო იქნება.
ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. მადრიდული გუნდი 300 მილიონის შემდეგ, დამატებითი თანხების გამომუშავების პერსპექტივასაც ფლობს, რაც ვინისიუსის საუდის არაბეთში გატარებული თითო წელიწადის 30 მილიონიან ბონუსად გარდაქმნაში გამოიხატება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინი 5 წელი წავა საუდის რომელიმე კლუბში, „რეალი“ დამატებით 150 მილიონს მიიღებს.
თავის მხრივ მადრიდში მშვიდად არიან, თუმცა ფაქტია, რომ ზაფხულში ბრაზილიელთან დაკავშირებით დიდი ამბები იქნება.
- გუშინ, 11:26
- 1 281
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.