ვოლკერის გამადრიდელება პირადად პერესმა ჩაშალა
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობაში კაილ ვოლკერის ტრანსფერზე ბევრს ჰქონდა დადებითი პოზიცია, მაგრამ შეთანხმება პირადად ფლორენტინო პერესმა ჩაშალა.
პრეზიდენტის აზრით, მოთხოვნილი ხელფასი არ შეესაბამებოდა იმ სათამაშო კლასს, რომელიც ამ სეზონში კაილს ჰქონდა.
ფლორენტინოს აზრით, ინგლისელი განაპირა მცველი რეგრესირდა და პეპ გვარდიოლამაც სწორედ ამიტომ გაუშვა გუნდიდან.
სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ფლორენტინომ ჩათვალა, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგზე ვასკესის, რაულ ასენსიოს და ზოგიერთ შემთხვევაში ფედე ვალვერდეს გამოყენება უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, ვიდრე ვოლკერის დროებითი გამადრიდელება.
ამასთან ერთად, „რეალი“ დარწმუნებულია ტრენტის გამადრიდელებაში და 2025 წლის ზაფხულიდან ამ მიმართულებით პრობლემებს ვეღარ ხედავს.
- გუშინ, 11:25
- 979
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.