კურტუა:„ლიგაზე თამაშების წაგების გამო ახლა ვისჯებით“
ტიბო კურტუამ „ბრესტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„თავს ბედნიერად ვგრძნობ და მივიჩნევ, რომ გუნდი კარგ ფორმაშია. ბევრი გოლი გაგვაქვს და ცოტას ვუშვებთ, ასე უნდა გავაგრძელოთ.“
„მბაპემ საოცრად მოუმატა და ბოლო ტურებში მოედანს გოლის გარეშე აღარ ტოვებს. დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს მისი სტატისტიკა შთამბეჭდავი იქნება.“
„ტოპ 8? როგორც ვიცი, გამოთვლების მიხედვით 3%-იანი შანსი არსებობს. ჩვენ ახლა მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ, დანარჩენს კი ხვალ შევაფასებთ.“
„ახალი ფორმატი თამაშების წაგებას არ გვპატიობს. ჩვენ რამდენჯერმე დავმარცხდით და სწორედ ამიტომ, ახლა სიტუაციის გამოსწორება გვიწევს.“
„„ბრესტის“ ფეხბურთელებს კარგად არ ვიცნობ, მათი მეკარის შესახებ კი ბევრი ინფორმაცია მაქვს, რადგან ბელგიელია.“
„დიახ, მადრიდული დერბი ახლოვდება, მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობთ. „რეალის“ მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე „ბრესტის“ დამარცხებაა.“
„ძალიან მოხარული ვარ, რომ დავიდ ალაბა დაბრუნდა, ის საიმედო მცველია. დარწმუნებული ვარ, ავსტრიელი შესაბამის ტემპს აკრიფავს და საოცარ მატჩებს შემოგვთავაზებს. დავიდის დაცვითი ფუნქციები, შესანიშნავი პასი, ხედვა და კრეატიულობა ბევრს ნიშნავს.“
- გუშინ, 10:01
- 998
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.