კარვახალი:„იმაზე ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე ვიყავი“
დანიელ კარვახალმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში ახლანდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ყველაფერი გრაფიკის მიხედვით მიდის, არცერთი ჩავარდნა არ ყოფილა, რაც უფრო მეტ ოპტიმიზმს და იმედს მაძლევს.“
„მერწმუნეთ, დავბრუნდები, თანაც ძალიან მაღალ დონეზე და ამას ყველა დაინახავს. პროფესიონალი ვარ და ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო სიმაღლეების დასაპყრობად.“
„რაულ ასენსიო კარგად წარმოადგენს მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდული გუნდის ღირებულებებს. მიხარია, რომ ესპანელმა ამხელა წარმატებას მიაღწია, ის შესანიშნავად მუშაობს და ყველაფერი წინ აქვს.“
„2024 წელი ძალიან წარმატებული იყო, არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ვუპასუხეთ, ტიტულები მოვიგეთ და ქომაგების გახარება შევძელით. ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს, ჩვენ „რეალი“ ვართ, სადაც მაღალი სტანდარტებია.“
„ყოველდრიურად ვპროგრესირებ და ვცდილობ ვიყო უფრო ძლიერი, ვიდრე ვიყავი, უფრო ლაღი ვიდრე ვიყავი. ზოგადად ცხოვრებაში გაუმჯობესებაზე ფიქრი უპირველესია. მსურს ვიყო უკეთესი ფეხბურთელი, უკეთესი მეუღლე, უკეთესი მამა და ზოგადად მეგობარი.“
„ბევრს დავბრივარ, ფიზიკურ კონდიციებს ყურადღებას ვუთმობ და მჯერა, რომ შედეგი აუცილებლად მოვა.“
- 28 იანვარი 2025
- 748
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.