„რეალმა“ ჯონ დურანს დაადგა თვალი
21 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი ჯონ დურანი, რომელიც „ასტონ ვილაში“ საკმაოდ იმედისმომცემ ფეხბურთს აჩვენებს, მადრიდის „რეალის“ რადარზეა.
ჯონი 2003 წელს არის დაბადებული, თუმცა პრემიერლიგაში გაბრწყინება უკვე მოასწრო, ის ასევე იცავს კოლუმბიის ნაკრების ღირსებას.
„ასტონ ვილას“ რიგებში დურანმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა, როგორც პრემიერლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.
ახალგაზრდის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე 7 მატჩში 3 გოლია, ხოლო ინგლისში 19 შეხვედრაში 7 გოლი.
სამხრეთ-ამერიკელის მიმართ ინტერესს „რეალის“ გარდა, საუდის არაბეთის კლუბები, ლონდონის „ჩელსი“ და „მილანი“ იჩენენ.
არსებული ცნობით, ოფიციალური მოლაპარაკებები არ გამართულა, თუმცა ფლორენტინო პერესის დავალებით, მადრიდელები დურანის კანდიდატურას მუშაობენ.
- გუშინ, 14:11
- 547
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.