მბაპე რონალდუს შედეგს უახლოვდება
კილიან მბაპე თამაშს გოლის გარეშე აღარ ტოვებს, ხშირ შემთხვევაში კი ერთზე მეტი გოლიც გააქვს. სტატისტიკა, რომელსაც ფრანგი აფიქსირებს საყოველთაო განხილვის საგანი გახდა.
ყველა ტურნირზე „რეალის“ მაისურით ჩატარებულ 30 დაპირისპირებაში მბაპემ 22 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კილიანის მიზანი კრიშტიანო რონალდუს შედეგის გაუმჯობესებაა, რომელმაც სამეფო კლუბში სადებიუტო სეზონში 33 გოლის გატანა შეძლო.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ მხოლოდ სეზონის 55%-ია გასული, რაც იმას ნიშნავს, რომ კილიანს როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგასა და სამეფო თასზე დიდი შანსები ექნება ახალი ისტორიის დასაწერად.
- 26 იანვარი 2025
- 1 747
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.