სებალიოსის არანორმალური შედეგები
დანი სებალიოსი მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბის გაოცებას განაგრძობს.
ესპანელი მართლაც საოცარ სიზუსტეს აჩვენებს და ტონი კროოსის ციფრებს აფიქსირებს.
დანიმ „ზორილიაზე“ 110 პასი გააკეთა, საიდანაც 108 ზუსტი იყო და მხოლოდ 2 არაზუსტი.
ფაქტია, რომ სებასთან ერთად სამეფო კლუბი ბევრად გააზრებულ, კომბინაციურ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს.
დანი პირად სტატისტიკასაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. მის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 23 თამაში და 1 071 წუთია.
ბოლო 2 თვეში დანი ფაქტობრივად ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა.
- 26 იანვარი 2025
- 1 341
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.