ფედე:„გუნდი ძალიან თავდაჯერებულია“
ფედერიკო ვალვერდემ „ზორილიაზე“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„წარმატების მიღწევის გასაღები ეტაპობრივი პროგრესი და გამარჯვებაზე ფიქრია. ვიცი, რომ წინსვლაზე უნდა ვიფიქროთ და პირველი ადგილი განვიმტკიცოთ. გუნდი კარგად მუშაობს, როგორც დაცვაში, ასევე წინა ხაზში და ცდილობს, იდეალური ბალანსი იპოვოს.“
„რომელ პოზიციაზეც არ უნდა ვითამაშო, ბოლომდე დავიხარჯები. ანჩელოტის შეუძლია მენდოს, მე გუნდისთვის ბოლომდე დავიხარჯები.“
„ნებისმიერი საღამო, რომელსაც კაპიტნის რანგში ვატარებ, ჩემთვის განსაკუთრებულია.“
„კილიან მბაპე საოცარ ფორმაში შედის. ფრანგ ფეხბურთელს აქვს თვისებები, რომელიც ყველასგან გამორჩეულია. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ ბევრს გაიტანს. ფაქტი ის არის, რომ „9“-იანი ყველაზე თამაშში გოლს იტანს.“
- 26 იანვარი 2025
- 393
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.