მბაპე:„ძალიან მოტივირებული ვარ, ვეღარავინ გამაჩერებს“

კილიან მბაპემ „ვალიადოლიდთან“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ძალიან მიხარია, რომ ჰეთ-თრიკი შევასრულე, თუმცა უფრო მეტად გამარჯვება მახარებს. ჩვენ მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში.“

„როდესაც გავიგეთ, რომ „ატლეტიკომ“ მატჩი ფრედ დაასრულა, ჩვენი მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან გამარჯვება მეორეადგილოსანთან სხვაობას გაზრდიდა.“

„გოლეადორობა? ვცდილობ გუნდს დავეხმარო, ამაში გამოიხატება როგორც ვინისიუსის, ასევე როდრიგოს დახმარება. მთავარი პროდუქტიული თამაშია.“

„„პიჩიჩი“? დიახ, ლევანდოვსკისთან ერთბურთიანი სხვაობა მაქვს, თუმცა მან უნდა იცოდეს, რომ გაჩერებას არ ვაპირებ.“

„გაჩერებას აღარ ვაპირებ, ვიცი, რომ კიდევ შემიძლია მომატება. ჩემი ოცნებების ახდენის გზაზე დიდი პროგრესი ვაჩვენე, სწორედ ამიტომ კიდევ უფრო მოტივირებული ვარ.“

„მოედანზე ლაღად გავდივარ, არანაირი პრობლემა არ მაქვს და ვცდილობ, სიამოვნება მივიღო როგორც გოლების გატანით, ასევე თამაშით.“

„გამარჯვებით უნდა დავტკბეთ, თუმცა ასევე უნდა ვიფიქროთ „ბრესტთან“ დაპირისპირებაზე, რომელიც ოთხშაბათს არის ჩანიშნული. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და ვნახოთ, რა შედეგს ვაჩვენებთ საბოლოო ჯამში.“


1

26 იანვარი 2025 13:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 94

ეხ 26 წლისხარ და რამდენჯერ გქონდა რეალური შანსი გადმოსვლის და უაზროდ გაიჭედე "პარიზულ პროექტებში" მინიმუმ 1 ოქროს ბურთი გექნებოდა უკვე. 

ყველა ჩვენს შემტევებს დიდი პატივისცემა გაწეული შრომისთვის, მაგრამ ეს ვაბშე სხვა დონეზეა, თითქოს ზედმეტს არაფერს აკეთებს ბურთთან იცის როდისუნდა გაიქცეს, როდის მოტყუებაზე წავიდეს, და როდის გაისროლოს თან ამყველაფერს ისე გადაუმეტებლად აკეთებს მცველების მოფიქრებამდე კილიანი 1 ნაბიჯით წინაა თურასიზამს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 21
2 მბაპე 18
3 ბუდიმირი 14
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (130)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)