ანჩელოტი:„მბაპე საოცარ ფორმაში შედის, ის კიდევ მოუმატებს“
კარლო ანჩელოტიმ „ვალიადოლიდთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ლა ლიგა ძალიან გრძელი ტურნირია, ჩვენ საკმაოდ კომფორტულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ აუცილებელია სტაბილური გამარჯვებები და პირველი ადგილის კიდევ უფრო განმტკიცება.“
„პრობლემები იყო, თუმცა მალევე ყველაფერი მოგვარდა და გუნდმა საკუთარი თამაში იპოვა.“
„ასენსიო? რაული ძალიან კარგი იყო, თანაც მან უჩვეულო პოზიციაზე იასპარეზა.“
„დავიდ ალაბა სასტარტო შემადგენლობაში მალე გამოჩნდება, ავსტრიელის ფიზიკური კონდიციები დამაკმაყოფილებელია.“
„მბაპე საოცარ ფორმაშია და ყველა მატჩში გოლი გააქვს, თანაც არაერთი. შედეგები, რომელსაც ფრანგი ბოლო თვეებსა და კვირებში აჩვენებს მართლაც საოცარია.“
„კილიანი საუკეთესო კონდიციაშია, მაგრამ ეს კიდევ არ არის პიკი, როდესაც ის მოწოდების სიმაღლეზე დადგება, „რეალს“ ვეღარავინ გააჩერებს.“
- 26 იანვარი 2025
- 2 379
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.