ფლორენტინოს უარი პორტუგალიელებს
როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ბოსებს, სურდათ ჟოზე მოურინიოსთვის ჩაებარებინათ ეროვნული ნაკრები (2 მატჩით).
აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, მოუმ პრესკონფერენციაზე დასძინა, რომ თანამემულეების შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებდა, თუმცა მიუხედავად ამისა, პორტუგალიური ფეხბურთის პირველი პირი, მაინც დაუკავშირდა ფლორენტინო პერესს, იქნებ პრეზიდენტმა მაინც გამოიჩინოს გულისხმიერება და ორი თამაშის განმავლობაში გვათხოვოს ჟოზეო.
რა თქმა უნდა, დონ პერესმაც ხაზ გასმით განუცხადა მადაილს, რომ ასეთი რამ არ მოხდება.
მაშასადამე, იმედგაცრუებული პორტუგალიელები ჯერჯერობით (ისევ) უმწვრთნელოდ რჩებიან, თუმცა დადის ხმები, რომ ისლანდიასთან და დანიასთან, პაულ ბენტო ჩაიბარებს ეროვნულ ნაკრებს.
- 19 სექტემბერი 2010
- 2 105
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.