ანჩელოტი:,,პირველი ადგილი აღარ უნდა დავკარგოთ"

კარლო ანჩელოტიმ „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ლა ლიგის ლიდერები ვართ და ეს სტატუსი უნდა შევინარჩუნოთ, ამისთვის კი პირველ რიგში „ვალიადოლიდის“ დამარცხებაა საჭირო.“

„როტაცია? ვეცდები, საუკეთესო 11 ფეხბურთელი გავიდეს მოედანზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რომელიც მორიგი 3 ქულის მოპოვების შანსს გვაძლევს.“

„ვინისიუსი საუდის არაბეთში? თუ ბრაზილიელი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალიან გამიკვირდება, რადგან როგორც ვიცი, მადრიდში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს და სამომავლო გეგმებს მხოლოდ ბერნაბეუზე თამაშს უკავშირებს.“

„ბელგიის ნაკრების ახალი მწვრთნელი და კურტუა? თუ ტიბო ნაკრებში დაბრუნების გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვექნება.“

„ფედე ვალვერდეს ჩემთვის არასდროს უთქვამს, სად სურს თამაში. ურუგვაელი სრულყოფილი მოთამაშეა და გუნდური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ვიცი, რომ ის საუკეთესო ნახევარდაცვაშია, მაგრამ როდესაც დაცვას სჭირდება, არასდროს თაკილობს ამის გაკეთებას.“

„დანი სებალიოსს ბრწყინვალედ შეუძლია მაღალი დონის შეხვედრების გამართვა. ესპანელი შესანიშნავ კონდიციაში იმყოფება და გუნდის დახმარებას ახერხებს. მოხარული ვარ, რომ ნახევარმცველმა საუკეთესო ფორმა იპოვა.“

„ჩუამენი თავს კარგად გრძნობს და სათამაშოდ მზად არის, კამავინგა კი მომდევნო კვირაში უნდა დაბრუნდეს.“

„როდრიგო შესანიშნავია ყველგან, სადაც მოქმედებს, ის ბევრ გოლს იტანს და ასისტებით იჩენს თავს.“


1

24 იანვარი 2025 18:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 594

სება თუ სკამზე დასვა მე შენი დედა ვატირე რა, გუნდი ძლივს მოიხოდა და კაცი დაფრინავს და იმედია ახლა არ ჩააჯვავ და ისევ იმ ერთფეროვან სასტავს არ დააყენებ ცენტრში


2

24 იანვარი 2025 19:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 896

აუ პროჭები ვალდებებასზე სამი საათი ველოდეთ ხალხი და არცერთმა მანქანა არ გააჩერა ფოტო გადამეღო უცებ ჩაიქროლეს, მარა ბუტრაგენიომ გააჩერა და გადავიღე მასთან ფოტო


3

25 იანვარი 2025 20:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 431
24 იანვარი 2025 19:35, Guti14 says:

აუ პროჭები ვალდებებასზე სამი საათი ველოდეთ ხალხი და არცერთმა მანქანა არ გააჩერა ფოტო გადამეღო უცებ ჩაიქროლეს, მარა ბუტრაგენიომ გააჩერა და გადავიღე მასთან ფოტო

გილოცავ მეგობარო, პატარა ამბავი არაა მანდ ჩასვლა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (147)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)