„რეალმა“ 350 მილიონიანი წინადადება მიიღო!

ესპანურ ფეხბურთში მართლაც სრული სიგიჟე ხდება. მადრიდის „რეალმა“ ვინისიუს ჟუნიორის ტრანსფერთან დაკავშირებით 350 მილიონიანი წინადადება მიიღო.

აღნიშნულ თანხას „ალ აჰლი“ იხდის, რომელიც ფეხბურთელს ასევე საოცარ კონტრაქტს სთავაზობს 5 წლის ვადით.

ვინის შეუძლია მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსი მოირგოს.

თავის მხრივ, მადრიდის „რეალი“ ფეხბურთელთან თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე ფიქრობს და მიიჩნევს, რომ 350 მილიონიც კი არ არის ის თანხა, რომლის სანაცვლოდაც ბრაზილიელი უნდა დათმოს.

ვინი 24 წლის ასაკში საოცარ გამოცდილებას ფლობს, „რეალის“ ფილოსოფიას სრულფასოვნად იზიარებს და კიდევ მინიმუმ 8-10 წლიანი პერსპექტივა აქვს, სწორედ ამიტომ, პერესი ყველაფერს აკეთებს მოთამაშის შესანარჩუნებლად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ცდუნებაც ძალიან დიდია.


1

24 იანვარი 2025 10:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 643

ეს ჰეგემონია უნდა მოისპოს საუდის რა. არ შეიძლება, აფუჭებენ ფეხბურთს


2

24 იანვარი 2025 12:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 444

არსად წამსვლელი არაა  ვინი 2031 ამდეე  ესეც გააგრძელებს


3

24 იანვარი 2025 23:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 69

ვინის თავი დაანებეთ.. 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (242)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)