ვინი საუკეთესო გახდა!
„რეალისა“ და „ზალცბურგის“ დაპირისპირების საუკეთესო მოთამაშედ ვინისიუს ჟუნიორი დაასახელეს.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ორი ერთმანეთზე ეფექტური გოლის გატანა შეძლო, გარდა ამისა, მთელი შეხვედრის მანძილზე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
მატჩის შემდეგ მოთამაშემ MVP ჯილდო მიიღო.
ასევე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ შემტევმა „რეალის“ მაისურით მე-100 და 101-ე გოლების გატანა მოახერხა.
- 23 იანვარი 2025
- 242
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.