ჯაკობო რამონის დებიუტი „რეალში“
ჯაკობო რამონი სანტიაგო ბერნაბეუზე გამოჩნდა. ფეხბურთელი, რომელზეც დიდი გათვლები კეთდებოდა, ტრავმების მკურნალობის შემდეგ ანჩელოტის განკარგულებაშია. ესპანელმა შეხვედრის შემდეგ კომენტარიც გააკეთა.
„უბედნიერესი ვარ. ჩემი დებიუტი მთავარ გუნდში სეზონის სტარტზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ ტრავმებმა ხელი შემიშალა. ახლა სიტუაცია განსხვავებულია და დარწმუნებული ვარ, სათამაშო დროს კიდევ მივიღებ.“
„„რეალშ“ 2013 წელს მოვედი და არაერთი ასაკობრივი ჯგუფი გამოვიარე. ეს იყო დიდი, გამოწვევებით სავსე გზა, მაგრამ ახლა აქ ვარ და არ ვაპირებ პოზიციების დათმობას.“
„კანტერაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ირიცხება. დარწმუნებული ვარ, შანსი კიდევ ბევრს მიეცემა. წელს რაულ ასენსიოს საკმაოდ კარგი მატჩები ჰქონდა, ასევე შანსი მიიღეს აგუადოებმა და ჩემამ. ჩვენ გვჯერა შესაძლებლობების და მუშაობას განვაგრძობთ.“
- 23 იანვარი 2025
- 622
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.