მბაპე:„ვინისიუსი ჩემი კონკურენტი არ არის“

კილიან მბაპემ „ზალცბურგთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ბედნიერი ვარ. გუნდმა ლაღი ფეხბურთი ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. სწორედ ეს იყო ჩვენი გეგმა. ახლა გვსურს, რომ „ბრესტთანაც“ გავიმარჯვოთ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 15 ქულით დავასრულოთ, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.“

„ვინისიუსი? ის საოცარი ფეხბურთელია. ვამაყობ, რომ ბრაზილიელმა გენიალური საჩუქარი მიიღო ფლორენტინო პერესისგან. ის „100“-იანთა კლუბში გადავიდა და ვიცი, რომ კიდევ ბევრ გოლს გაიტანს.“

„ბრაზილიელი ჩემი კონკურენტი არ არის, მე მასთან კონკურენცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შემიძლია დავიწყო, თუ 100 გოლს გავიტან და იმ ისტორიის წერას გავაგრძელებ, რაც დიდი ხნის დაწყებულია. ჩვენ მეგობრები ვართ და ერთმანეთს პროგრესში ვუწყობთ ხელს.“

„ვალვერდე? არ ვიცი, არსებობს თუ არა პოზიცია, რომელზეც ურუგვაელს თამაში არ შეუძლია. შესაძლოა, კონკურენტი ტიბოსაც გამოუჩნდეს (იცინის).“

„ახლა ლა ლიგაზე უნდა გადავერთოთ, რადგან შაბათს მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს.“


1

23 იანვარი 2025 12:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 475

შენ ეგრე გააგრძელე და სეზონის ბოლოს ერთი 40 გოლს კი დადებ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (42)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)