ანჩელოტი:„მე გისახელებთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს“

კარლო ანჩელოტიმ „ზალცბურგის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„როგორც ადრე გითხარით, მადრიდის „რეალს“ შეტევაში არანაირი პრობლემა არ აქვს, ჩვენ შეგვიძლია გოლების გატანა. მთავარი არის დაცვითი პრობლემების მოწესრიგება და მეტი ბალანსის პოვნა, რაც როგორც სტანდარტულ, ასევე უმაღლეს დონის მატჩებს მოგვაგებინებს.“

„დავიდ ალაბა კარგად ვარჯიშობს და ეტაპობრივად ცდილობს ტემპს მოუმატოს. ავსტრიელი ფეხბურთელი მალე სასტარტო შემადგენლობაშიც მოხვდება და გუნდის დახმარებას შეძლებს.“

„8 გუნდში მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდება, ამის მხოლოდ 3%-იანი შანსი არსებობს, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, დავამარცხოთ „ბრესტი“ და შევხედოთ რა მოხდება.“

„ხუთივე გოლი ეფექტური იყო. დარწმუნებული ვარ, მოედანზე შეკრებილმა ქომაგებმა უდიდესი სიამოვნება მიიღეს.“

„როდრიგო ხელშეუხებელი ფეხბურთელია, ბრაზილიელის კლასი არის მართლაც საოცარი. მიხარია, რომ გოეში კიდევ უფრო უმატებს და საოცარ ფორმაში შედის.“

„ჩვენ გვყავს საოცარი შეტევის ხაზი, ვინისიუსის, მბაპეს, ბელინგემის, ბრაჰიმის, გოეშის და სხვების სახით.“

„ჯუდს მხარზე მცირე დისკომფორტი აქვს, მაგრამ ვიმედოვნებ, სერიოზული არაფერი იქნება. ინგლისელი მომდევნო მატჩებში ძალიან დაგვჭირდება.“

„„სიტის“ პრობლემები? ეს არ არის ჩემი საქმე. ვფიქრობ, მანჩესტერული გუნდი 24 კოლექტივს შორის მოხვდება და შემდეგ კვლავ ფავორიტის სტატუსს მოირგებს.“

„ვინისიუსმა „რეალში“ მე-100 და 101-ე გოლი გაიტანა. მე გისახელებთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს - ის სწორედ ვინისიუსია!“


1

23 იანვარი 2025 11:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 301

კილიან მბაპე ძმისგულ


2

23 იანვარი 2025 11:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 475

ესეთი მატჩები სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ გუნდს კიდევ სჭირდება ის რაღაც, რაც თუნდაც შარშან იყო და ეს არის გააზრებული ტაქტიკური თამაში


3

23 იანვარი 2025 14:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 89

ამ თამაშით არაფერი იცლება რიგითი სუსტი გუნდი დავამარცხეთ. გრანდებთან ისევ ბევრი პრობლემა გამოიკვეთება. 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (42)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)