ვინი:,,100 გოლი რონალდოს მაახლოებს"
ვინისიუს ჟუნიორმა „ზალცბურგთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ვერ აღვწერ იმ სიამოვნებას, რასაც მადრიდის „რეალის“ მაისურით სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში მანიჭებს. მივიჩნევ, რომ ძალიან დიდი შედეგი დავაფიქსირე, თუმცა ყველაფერი წინ არის.“
„ახლა მხოლოდ 3 გოლი მაშორებს რონალდო ნაზარიომდე, რომელსაც 104 გოლი აქვს „ბლანკოსში“ გატანილი.“
„დიდი მადლობა ფლორენტინო პერესს, ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.“
„კარლო ანჩელოტი? ის არის სპეციალისტი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა სჭირდება „რეალს“. იტალიელს ჩემგან მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს. კარლოსთან ურთიერთობა ყველა მადრიდისტას სიამოვნებს.“
- 23 იანვარი 2025
- 6 405
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.