ტომას ლეტჩი:„ისინი „რეალში“ ყველაზე სახიფათოები არიან“
„ზალცბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა „რეალთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„რა თქმა უნდა, „რეალის“ ყველაზე სახიფათო ფეხბურთელები ვინისიუს ჟუნიორი და კილიან მბაპე არიან, თუმცა ამ გუნდში ასევე თამაშობენ ტოპ ვარსკვლავები, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო. ვფიქრობ, ურთულესი ამოცანის წინაშე ვდგავართ, მაგრამ დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. „რეალის“ მოქმედი ჩემპიონია, ამ კოლექტივს აქვს საოცარი თვისება არაფრისგან საოცარი მომენტი შექმნას და გოლი გაიტანოს, ამ ყველაფერს კარგად ვაანალიზებთ.“
„„ბლანკოსის“ მიმართ ამ სეზონში დიდი კრიტიკა ისმის, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ეს გუნდი ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგაზე კი ყველაფერი წინ აქვს.“
„ანჩელოტის დიდ პატივს ვცემ და მივიჩნევ, რომ ის არამხოლოდ ახლა სარგებლობს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის წოდებით, ის ისტორიის მანძილზე გამორჩეული სპეციალისტია.“
„დიახ, ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვუპირისპირდებით, მაგრამ ამ საკითხს დადებითად უნდა შევხედოთ და აღვიქვათ, რომ ჩვენი მეტოქე ევროსარბიელის 15 თასის გამარჯვებულია.“
- დღეს, 09:48
- 299
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.