მბაპემ რონალდუს შედეგის გაუმჯობესება განიზრახა!

კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ გადასვლიდან დღემდე 18 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა 18-ჯერ მეტოქის კარის აღება 30 შეხვედრაში მოახერხა.

ახალწვეულის მიზანი კრიშტიანო რონალდუს პირველი მადრიდული სეზონის შედეგის გაუმჯობესებაა. პორტუგალიელმა ლეგენდამ 2009/10 წლების სეზონში 33 გოლის გატანა შეძლო, ამისთვის კი მბაპეს დამატებით 15 გოლის გატანა სჭირდება.

გამომდინარე იქედან, რომ კილიანი საოცარ ფორმაში შევიდა, მისი ოპტიმიზმის ხარისხიც მნიშვნელოვნად იზრდება.

ფრანგ ვარსკვლავს ლა ლიგის 18 ტური აქვს წინ, გარდა ამისა ის მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგასა და სამეფო თასზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში კიდევ 25-30 მატჩის ჩატარების შესაძლებლობა აქვს, სადაც 15 გოლის გატანა სრულიად შესაძლებელი იქნება.


1

21 იანვარი 2025 10:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 603

რონის პირველი სეზონი სასწაული არ იყო, მეორედან შებერა 50+ გოლები და იმედი მაქვს მბაპეც მასე იქნება რა.


რასაც ეხლა ვუყურებ მაგრად მოიხოდა, მაგრამ ეს კიდე არ არის ის, რასაც ველოდებით. ამ მხრივ ნახევარდაცვის კრეატიული თამაშიც საჭიროა, რომ გუნდმა გააზრებული ფეხბურთი აჩვენოს და მბაპე სქემაში იჯდეს


2

21 იანვარი 2025 11:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 594

ის ხსენებული რო გადმოვიდა რეალში 2 თვეზე მეტიანი ტრამვა აიკიდა თავიდანვე, თან გაჩაჩანაკებულ კლუბში მოვიდა სულ მთლიანად თავიდან ასაწყობში, ეს კიდე ყველანაირად ჩემპიონ გუნდში მოვიდა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (147)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)