კარლო ანჩელოტის ახალი დავალება გუნდს!

ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტის სამეფო კლუბის ფეხბურთელებთან საუბარი ჰქონდა და ახალი დავალება გასცა.

იტალიელმა სპეციალისტმა შეგირდებს აუხსნა, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გამარჯვების მოსაპოვებლად 90 ქულის დაგროვება საკმარისი იქნება.

მე-20 ტურის თავზე „ბლანკოსს“ შესაძლო 60-იდან 46 ქულა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 ქულაა დაკარგული.

მომდევნო 18 ტურში გათამაშდება 54 ქულა, აქედან კი „ბლანკოსს“ სჭირდება 44 ქულა იმისთვის, რომ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგოს.

ანჩელოტის ყველა გათვლით, 90 ქულა არის აბსოლუტური მაქსიმუმი და რომელი გუნდიც ამ სეზონში მსგავს მაჩვენებლამდე მივა, სწორედ ის გახდება გამარჯვებული.

იმისთვის, რომ „ატლეტიკომ“ 90 ქულა მოაგროვოს, მომდევნო 18 ტურში შესაძლო 54-იდან 46 ქულას მოუყაროს თავი, „ბარსელონამ“ კი 51 ქულას, რაც მეტისმეტად არარეალური ჩანს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იტალიელი სპეციალისტი გარანტიას აძლევს ფეხბურთელებს, რომ 90 ქულა საჩემპიონო მაჩვენებელი იქნება და გუნდმა სწორედ ამაზე უნდა გააკეთოს სწორება და მაქსიმალურად ეცადოს სტაბილური სერია გამოაცხოს.


1

21 იანვარი 2025 10:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 603

90 ქულა მეტისმეტი მაქსიმუმია. იმდენი დაკარგეს უკვე, რომ 85-87 ქულაც საკმარისი იქნება საჩემპიონოდ.

ეს ეხლა 90-ზე ზუსტად მაგიტო აკეთებს აქცენტს, რომ მაქსიმუმისთვის იბრძოლონ და რეალურად 87 ქულითაც დაკმაყოფილდნენ.

მე რასაც ვუყურებ, ელ კლასიკოს და მადრიდულ დერბის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. თუ ატლეტიკოს და ბარსას მოვუგებთ, დამთავრებულია მაგათი თემა.


2

21 იანვარი 2025 12:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 337
21 იანვარი 2025 10:24, Batumski says:

90 ქულა მეტისმეტი მაქსიმუმია. იმდენი დაკარგეს უკვე, რომ 85-87 ქულაც საკმარისი იქნება საჩემპიონოდ.

ეს ეხლა 90-ზე ზუსტად მაგიტო აკეთებს აქცენტს, რომ მაქსიმუმისთვის იბრძოლონ და რეალურად 87 ქულითაც დაკმაყოფილდნენ.

მე რასაც ვუყურებ, ელ კლასიკოს და მადრიდულ დერბის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. თუ ატლეტიკოს და ბარსას მოვუგებთ, დამთავრებულია მაგათი თემა.

? ანი წარმატებები ჩვენებს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (147)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)