„ზალცბურგთან“ „რეალს“ მარჯვენა მცველი არ ჰყავს
ლუკას ვასკესი დისკვალიფიცირებულია, დანიელ კარვახალი ტრავმირებული, ლორენცო აგუადო კი კარლო ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის განაცხადში არ ჰყავს შეყვანილი.
გამოდის, რომ მადრიდული გრანდი მარჯვენა მცველის გარეშეა დარჩენილი. არსებული ცნობით, აღნიშნულ პოზიციაზე იტალიელი სპეციალისტი ფედერიკო ვალვერდეს დაყენებას განიხილავს, რადგან სხვა გზა ფიზიკურად არ აქვს.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, „ბლანკოსი“ 4-3-3 სქემას გამოიყენებს, სადაც წინა ხაზს ტრადიციულად ვინი-მბაპე-როდრიგოს ტრიო გააძლიერებს, ნახევარდაცვაში ვიხილავთ სებალიოსს, მოდრიჩს და ჯუდ ბელინგემს, დაცვაში კი ფედეს, რაულ ასენსიოს, რუდიგერს და ფრან გარსიას.
რაც შეეხება ორელიან ჩუამენის, ფრანგი ბოლომდე მზად არ არის და შესაძლოა განაცხადში ვერ მოხვდეს, ამ საკითხზე დღეს დამატებით ცნობები გახდება საჯარო.
- 21 იანვარი 2025
- 774
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.