სად გააგრძელებს კარიერას კარლო ანჩელოტი?

ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტის უსაქმოდ ყოფნა დიდხანს არ მოუწევს და მას არაერთი კლუბი სთავაზობს ხელშეკრულებას.

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიის ნაკრებს არ ჩაიბარებს, თუმცა მას ძველი კლუბი - „მილანი“ სთავაზობს თანამშრომლობას, რომელმაც მთავარი მწვრთნელი სულ ახლახანს შეცვალა.

იმ შემთხვევაში, თუ კარლიტო „როსონერის“ სათავეში ჩადგომაზე თანხმობას განაცხადებს, „შავ-წითლები“ ახალ მწვრთნელსაც გაათავისუფლებენ.

რაც შეეხება სხვა კლუბებს. არსებული ცნობების მიხედვით, „რეალის“ ამჟამინდელ დამრიგებელს პრემიერლიგის კლუბებიც ეპატიჟებიან.

ბრიტანული გამოცემების ცნობით, კარლოსთან დაკავშირებას „ჩელსიც“ შეეცდება, რომლის მთავარ მწვრთნელ ენცო მარესკას ბოლო დროს აშკარა პრობლემები აქვს, გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის ზონასაც დასცილდა.


1

20 იანვარი 2025 23:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 729

იუვე იქნება კარლოსთვის ზედგამოჭრილი


2

21 იანვარი 2025 02:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 876

დაასრულოს მოღვაწეობა.


3

21 იანვარი 2025 09:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 023

ვეღარ გავიგე რას აპირებს.; დაჟე ფაბრიციომაც დაწერა მიდისო, მერე ვითომ აღარ მიდისო. კაროჩე ქაოსია ამის თავს რა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (21)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)