„რეალმა“ „ზალცბურგისთვის“ მზადება დაიწყო

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურისთვის მზადება დაიწყეს.

გუნდს დღეს აღდგენითი ვარჯიში ჰქონდა. მოთამაშეები, რომლებიც „ლას პალმასთან“ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, დღეს მხოლოდ აღდგენითი პროცესით დაკავდნენ, დანარჩენებმა კი სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ სესიას ესწრებოდა რამდენიმე კასტილიელი, მათ შორის ახალწვეული ლამინე ფატი, რომელზეც მადრიდში ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ და საიმედო ფეხბურთელად მიიჩნევენ.

სესიაზე ფიზიკურ კონდიციებთან ერთად დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს, პრესინგს და მოკლე სივრცეში კომბინაციურ თამაშს.

„მერენგები“ ფინალურ სესიას ხვალ ჩაატარებენ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (21)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)