ჩემა:„გუნდს უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობა ჰყავს“

კანტერანო ჩემამ მადრიდის „რეალის“ მაისური კიდევ ერთხელ მოირგო, ბერნაბეუზე კი პირველად ითამაშა.

„ალბათ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მაისურით სანტიაგო ბერნაბეუზე ვიასპარეზე. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი წარმატება მელის. როდესაც ანჩელოტიმ დამიძახა და მითხრა, რომ მოედანზე უნდა შევსულიყავი, საოცარი ემოციები დამეუფლა. მივხვდი, რომ ტოპ ვარსკვლავებთან ერთად უნდა გამეგორებინა ბურთი.“

„ლუკას ვასკესი ახალგაზრდებთან ბევრს მუშაობს, მისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მოაქვს შრომას შესაბამისი შედეგები. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დონის მოთამაშეებთან ერთად ყოფნა. ასევე აღსანიშნავია ფედე და სხვა მოთამაშეები, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან.“

„ჯუდ ბელინგემი ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ექსტრა კლასის ფეხბურთელად ითვლება, ყველას გვსურს, მას მივბაძოთ და „რეალის“ შეუცვლელი წევრები გავხდეთ.“


1

20 იანვარი 2025 19:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 209

ეეეეე.....ჩემა ხარ,თუ შეჩემა თამაშს მოუმატე.))))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (42)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)