ლორენცო:„ჩვენს ოჯახში საოცარი სიტუაციაა, ბედნიერი ვარ“
ლორენცო აგუადოს კიდევ ერთხელ მიეცა „რეალის“ მთავარ გუნდში თამაშის საშუალება. ეს იყო დებიუტი ბერნაბეუზე.
„მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გუნდის მაისურით უკვე ვითამაშე, ეს საღამო განსაკუთრებულია, რადგან ბერნაბეუზე პირველად ვიდექი გუნდის სადარაჯოზე და ის რამდენიმე წუთი, რომელიც მოედანზე გავატარე დაუვიწყარია.“
„მბაპე საოცარი ფეხბურთელია და კვირიდან კვირამდე უმატებს. ფრანგი ყველას აჩვენებს, რამხელა დახმარების გაწევა შეუძლია გუნდისთვის.“
„ვცდილობ, ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელებისგან ბევრი ვისწავლო. მე წლების წინ ჩამოვედი და სწორედ ასეთ სიტუაციაზე ვოცნებობდი. ახლა თავი სიზმარში მგონია, თუმცა ეს რეალობაა.“
„ეს არის ერთიანი ოჯახი, სადაც საოცარი ატმოსფერო სუფევს, ეს ფეხბურთელებს განვითარებაში ეხმარება.“
- 19 იანვარი 2025
- 780
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.