ანჩელოტი:„მბაპე საოცარ ფორმაში შედის“

კარლო ანჩელოტიმ „ლას პალმასის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„რთული კვირა გვქონდა იმედგაცრუებებით და გამარჯვებებით სავსე, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ წინ უნდა ვიყუროთ და მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ.“

„ჩვენ კვლავ გვახსოვს „ბარსელონასთან“ მარცხი, მაგრამ ასევე ვიაზრებთ, რომ ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერები გავხდით და წინსვლა უნდა განვაგრძოთ.“

„სიმეონეს სიტყვებთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გავაკეთე არაფერს აღარ დავამატებ.“

„პენლებს კვლავ ვინი, ჯუდი და მბაპე დაარტყამენ.“

,,პიჩიჩი? ვფიქრობ, კილიანი ლევანდოვსკის დიდ კონკურენციას გაუწევს, ის დიდ პროგრესს აჩვენებს."

„დღეს ჩემმა გუნდმა ფანტასტიკური ფეხბურთი ითამაშა, ბევრი მწვავე მომენტი შექმნა და ეცადა, რომ ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა გაეხარებინა. ჩემი აზრით, სასტვენები, რომელიც საკმაოდ არაკომფორტული იყო, ჩვენ გამოფხიზლებაში დაგვეხმარა.“

„მბაპე მსოფლიოში საუკეთესო წინახაზელია და ამას ეტაპობრივად ამტკიცებს. ბევრს ეგონა, რომ ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე  ვერ ითამაშებდა, თუმცა ფაქტია, რომ ის ამ პოზიციასაც მოერგო, ასევე ხშირად გადადის ფლანგზე და ცდილობს უფრო მრავალფეროვანი იყოს. მას ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა და გუნდს უდიდესი დახმარება გაუწია. ეჭვი არ მეპარება, სეზონის მეორე ნახევარში ლოტინი ბევრს გაიტანს.“

„გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს პირველი ადგილის შესანარჩუნებლად. ჩვენ აქამდე მოსასვლელად ბევრი ვიბრძოლეთ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (42)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)