სებალიოსი:„მბაპეს ბურთთან შეხება სიმწვავეს იწვევს“
დანი სებალიოსმა „ლას პალმასის“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ეს საოცარი შეხვედრა იყო. ვიცოდით, რომ „ბარსელონამ“ და „ატლეტიკომ“ ქულები დაკარგეს, სწორედ ამიტომ გამარჯვება გვმართებდა. ჩვენ მატჩის სტარტზევე გავუშვით გოლი, მაგრამ იდეა არ შეცვლილა, რადგან გამარჯვება აუცილებელი იყო.“
„მბაპემ საოცარი თამაში ჩაატარა, ფრანგის ყველა შეხება ბურთთან სიტუაციის გამწვავებით სრულდებოდა, მან გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.“
„სიმეონეს სიტყვები? არ ვიცი, რის მიღწევას ცდილობს არგენტინელი, თუმცა მე მას გავახსენებდი, რომ „რეალმა“ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ დაამარცხა.“
„ბევრი ვიმუშავე და ველოდებოდი ჩემს მომენტს. ვფიქრობ, მოწოდების სიმაღლეზე ვდგავარ და გუნდის დახმარებას ვახერხებ.“
„მომავალი? ამაზე საუბრის დრო ახლა არ არის. ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობ, ამ სეზონის წარმატებით დასრულებაა, შემდეგ კი მომავალზე ვიმსჯელოთ.“
„ვულოცავ დავიდ ალაბას, ის მოედანზე დაბრუნებას 1 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა. ავსტრიელი მინდორზე საოცარი სანახავი იყო.“
- 19 იანვარი 2025
- 357
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.