ბეილი:„თუ „რეალი“ მომდევნო კლასიკოს ვერ მოიგებს, ლა ლიგა ფასდაკარგულია“
გარეთ ბეილმა მადრიდის „რეალში“ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.
„სიმართლე გითხრათ, არ ველოდი და ძალიან დამამწუხრა მადრიდის „რეალის“ შედეგმა, რომელიც ესპანეთის სუპერთასის ფინალში დაფიქსირდა.“
„2 კლასიკოს წაგება, თანაც დიდი ანგარიშით, ძალიან ცუდი შედეგია, რომელიც აუფასურებს ყველა შედეგს, რომელიც „ბლანკოსს“ მიღწეული აქვს ამ სეზონის პარამეტრებით.“
„ვფიქრობ, ანჩელოტის გუნდმა მომდევნო მადრიდულ-კატალონიური ბრძოლა უნდა მოიგოს, რაც შედარებით გაანეიტრალებს იმ უარყოფით დამოკიდებულებას, რომელიც ახლა არის შექმნილი.“
„„რეალს“ ლა ლიგაში კარგი შედეგები აქვს და კატალონიურ გრანდს სოლიდურად უსწრებს, თუმცა ლა ლიგის მოგებაც კი ვერ გადაფარავს იმ წყენას, რომელიც ახლა არსებობს, ყველაფრის გამოსწორება კი „ელ კლასიკოს“ მოგებით შეიძლება.“
„თუ სამეფო კლუბი სეზონის ჭრილში „ბარსელონასთან“ მატჩებს 2 წაგებით და 1 მოგებით დაასრულებს და ამას დაემატება ლა ლიგა, ყველა შეთანხმდება იმაზე, რომ შედეგი წარმატებულია.“
„შესაძლოა „ელ კლასიკო“ სამეფო თასზე? ვფიქრობ, ეს დამატებითი შანსი იქნება სამეფო კლუბისთვის.“
- დღეს, 14:47
- 378
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.