ფლორენტინო პერესი „რეალის“ ახალი პრეზიდენტის მომზადებას იწყებს!

ფლორენტინო პერესი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტად კვლავ იქნა არჩეული. ლეგენდარული ფიგურა მომდევნო 4 წლის განმავლობაში კვლავ გუნდის მმართველი იქნება.

არსებული ცნობით, ფლორენტინო 4 წლის შემდეგ კვლავ პრეზიდენტობას აღარ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ მისი ასაკი ამხელა დატვირთვასთან შესაბამისობაში ვეღარ მოვა.

პრეზიდენტობის პირველივე წლიდან ფლორენტინო მემკვიდრის დატოვებაზე იზრუნებს.

ადამიანი, რომელიც „ბლანკოსს“ 4 წლის შემდეგ უნდა ჩაუდგეს სათავეში, სრულფასოვნად უნდა გაერკვეს ყველა სტრუქტურაში, ეს კი საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იქნება.

ოფიციალური კანდიდატების შესახებ რა თქმა უნდა, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა კულუარული ინფორმაციით, ფლორენტინოს ფავორიტი რაფაელ ნადალი გახლავთ. ლეგენდარული ჩოგბურთელის გარდა განიხილება კიდევ ორი ვარიანტი.

გარდა ამისა, ეჭვი არავის ეპარება, რომ კანდიდატურას სხვა ადამიანებიც წამოაყენებენ, ვინც რეალურად გაითავისებს, რომ მათი კონკურენტი პერესი აღარ იქნება.

შეგახსენებთ, ფლორენტინო მომდევნო საპრეზიდენტო ციკლის ამოწურვის შემდეგ 82 წლის იქნება.


1

19 იანვარი 2025 19:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 431

სწორი პრეზიდენტის შერჩევა უმთავრესია. რა ნადალი, რა იცის მაგ კაცმა მენეჯმენტის


2

19 იანვარი 2025 20:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 585

რეალის მომავალი აი აქ გადაწყდება. ჭკვიანი წინ დახედული კაცია პერესი 4 წელი დიდი დროა საიმისოდ რომ ღირსეული მემკვიდრე გამოზარდოს! წარმატებები ბაბუ რეალისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში. 

ადრე, წლების წინ გამოჩნდა ერთი კანდიდატი, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ მეჩვენა. ახალგაზრდა, ინტელექტუალური, ენერგიული და პრეზიდენტობისთვის შესაფერისი კანდიდატი ჩანდა. გვარი სამწუხაროდ აღარ მახსოვს 


19 იანვარი 2025 19:03, Maestro says:

სწორი პრეზიდენტის შერჩევა უმთავრესია. რა ნადალი, რა იცის მაგ კაცმა მენეჯმენტის

გეთამხმებით. ჩემი აზრით ნადალი არაა რეალის პრეზიდენტობისთვის შესაფერისი კანდიდატი. ჩოგბურთელია, შესაფერისი განათლება არ აქვს, გამოცდილება არ აქვს, სხვა სპორტში მოღვაწეობდა და ა.შ ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება რატომაც არ უნდა გახდეს რაფა. ეს არასერიოზულიც კია


გახსოვთ კალდერონმა რა დამართა რეალს??? ვისურვებდი, რომ მსგავსი პრეზიდენტი რეალს აღარასდროს ყოლოდეს თავის ისტორიაში. მაშინ დააფასა ლეგენდა ფლორენტინო ბევრმა მადრიდისტამ. სანამ გვყავს პერესი დავტკბეთ და ვლოცოთ ))) რეალის ისტორიაში უძლიერესი პრეზიდენტია, შესაძლოა ბერნაბეუზე დიდიც კი  .. იმედია მადრიდში ღირსეულად გაგრძელდება მისი მემკვიდრეობა ?


-----------------------
ზიდანი: "საუკეთესო ჩემსა და კრიშტიანუს შორის? რა თქმა უნდა, მე (იცინის). კარგად იცით, რასაც ვფიქრობ. კრიშტიანუ ჩემზე საგრძნობლად ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ კარგი კარიერა მქონდა".

https://www.youtube.com/channel/UCtqD02mRfSVgFZf_NyDvJtQ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (147)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)