დავიდ ალაბას კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
დავიდ ალაბას სამეფო კლუბთან ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისს ეწურება.
არსებული ინფორმაციით, უკანახაზელს „რეალთან“ ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება სურს.
ავსტრიელი 32 წლის არის და 33-ის 24 ივნისს ხდება.
2026 წლის 30 ივნისს დავიდი უკვე 34 წლის იქნება, თუმცა მას მიაჩნია, რომ ეს დამაბრკოელები ფაქტორი არ უნდა იყოს და დამატებით 1 წლიანი შეთანხმება სავსებით რეალურია.
„მარკას“ ცნობით, თუ ფეხბურთელი ძველ ტემპს დაუბრუნდება, „რეალი“ მას არ გაუშვებს და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ავსტრიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს საუდის არაბეთის კლუბებიც იჩენენ, თუმცა მოთამაშეს ევროპაში დარჩენაზე აქვს აქცენტი გაკეთებული.
- დღეს, 14:28
- 195
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.